Starter
ერთი AI როლისა და ერთი ზარის ამოცანისთვის.
ნაბიჯი 1
თითოეული ტარიფი განსაზღვრავს სიმძლავრეს, ინტეგრაციებს, ისტორიის ვადასა და მხარდაჭერას. შემომავალი ზარების წუთებს მეორე ნაბიჯზე ცალკე ირჩევთ.
ნაბიჯი 2
დროებითი ტარიფი
ამ ეტაპზე ფასი მაღალია. aiNOW მის შემცირებაზე მუშაობს.რა შედის
თითოეული ტარიფი განსაზღვრავს სიმძლავრეს, ინტეგრაციებს, ისტორიის ვადასა და მხარდაჭერას. შემომავალი ზარების წუთებს მეორე ნაბიჯზე ცალკე ირჩევთ.
კლიენტი რეკავს თქვენთვის გამოყოფილ ნომერზე, ზარს კი aiCALL პასუხობს. საუბრის დრო aiCALL-ის პასუხის შემდეგ იწყება და არჩეულ პაკეტში ითვლება.
aiCALL თქვენი დამტკიცებული დავალების მიხედვით რეკავს საქართველოს +995 ნომრებზე. კლიენტის პასუხის შემდეგ საუბრის თითო წუთი ამჟამად 1,40 ₾ ღირს.
aiCALL ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს ამოიცნობს და კლიენტს იმავე ენაზე პასუხობს.
პასუხები ეფუძნება თქვენს წესებსა და სისტემაში დამატებულ ინფორმაციას.
კლიენტს შეუძლია საუბარში ნებისმიერ დროს ჩაერთოს. aiCALL შეჩერდება და მოუსმენს.
კლიენტის ნომერი და გადარეკვის მიზეზი მხოლოდ კლიენტის დადასტურების შემდეგ ინახება.
ჩაწერა ირთვება შეტყობინებით და ბიზნესის წესების მიხედვით.
ზარის სტატუსი და საუბრის ტექსტი ერთ ადგილას ჩანს. თუ ჩაწერა ჩართულია, ხელმისაწვდომია ზარის ჩანაწერიც.
სრული შედარება
ენები, ჩაწერის შესახებ შეტყობინება და საუბრის ტექსტის ხარისხი ყველა ტარიფში უცვლელია. განსხვავდება AI როლების რაოდენობა, დაკავშირებული პროგრამები, ისტორია და მხარდაჭერა.
ფუნქციური ტარიფი
ფუნქციური ტარიფი
ფუნქციური ტარიფი
ფუნქციური ტარიფი
ფუნქციური ტარიფი
შემდეგი ეტაპი
ეს ფუნქციები ეტაპობრივად დაემატება, მაგრამ მოქმედ პაკეტებში ჯერ არ შედის. ხელმისაწვდომობის თარიღს გამოცდის დასრულების შემდეგ გამოვაცხადებთ.
ნომრების სიის ატვირთვა და ბევრი ზარის ერთი კამპანიიდან მართვა.
ზარის დროის, რიგისა და დატვირთვის ავტომატური მართვა.
თუ კლიენტი არ უპასუხებს, aiCALL დამტკიცებული წესის მიხედვით ხელახლა დარეკავს.
aiCALL ხმოვან ფოსტას ამოიცნობს და წინასწარ დამტკიცებულ შეტყობინებას დატოვებს.
მიმდინარე ზარის ადამიანთან უსაფრთხოდ გადართვა.
ჩანიშვნისა და კლიენტის ჩანაწერის პირდაპირ შექმნა.
სხვადასხვა გუნდისა და მიზნის ნომრების ერთ სივრცეში მართვა.
კამპანიების, შედეგებისა და ზარის ხარისხის დეტალური ანგარიშები.
დაწყება
ვწერთ, რა ტიპის შემომავალ ზარს პასუხობს aiCALL, ვის ურეკავს და რა შედეგი უნდა მიიღოს.
თქვენ ამტკიცებთ მისალმებას, პასუხების წესებსა და იმ ინფორმაციას, რომლის გამოყენებაც შეიძლება.
ვამოწმებთ ენას, შეწყვეტას, ჩაწერას და შედეგის სწორად დაფიქსირებას.
ფუნქციური ტარიფი და არჩეული შემომავალი წუთების პაკეტი ერთად ირთვება. გამავალი ზარები ცალკე იანგარიშება: საუბრის თითო წუთი ამჟამად 1,40 ₾ ღირს. დამატებითი მოცულობა მხოლოდ თქვენი თანხმობით ემატება.
კითხვები ფასზე
ფუნქციებისთვის ირჩევთ პლატფორმის თვიურ ტარიფს, შემომავალი ზარებისთვის კი ცალკე თვიურ წუთების პაკეტს. გამავალი ზარის საუბრის თითო წუთი ამჟამად 1,40 ₾ ღირს და ცალკე იანგარიშება.
არა. შემომავალი წუთების პაკეტი მხოლოდ შემომავალ ზარებს ფარავს. გამავალი ზარების ფასი ცალკე იანგარიშება.
შემომავალი ზარის საუბრის ფასი საორიენტაციოდ 0,54 ₾-ია წუთზე, ამიტომ 10 წუთი დაახლოებით 5,40 ₾ ღირს. თქვენ იხდით არჩეული თვიური პაკეტის ფასს. დამატებითი პაკეტი მხოლოდ თქვენი თანხმობით ჩაირთვება.
Custom-ის პლატფორმის ფასი თვეში 5 000 ₾-დან იწყება, თუმცა სიმძლავრე, დაკავშირებული პროგრამები და მხარდაჭერა დაწყებამდე უნდა შევათანხმოთ.
ჯერ არა. დღეს aiCALL პასუხობს შემომავალ ზარებს და თქვენი დამტკიცებული დავალების მიხედვით თითოეულ გამავალ ზარს ცალ-ცალკე იწყებს. CSV კამპანიები, ზარების ავტომატური რიგი და განმეორებითი ზარები ჯერ მზადდება და მონიშნულია წარწერით „მალე“.